Yakuza-ს განახლებული სერიები ევროპაშიც გაიყიდება

16 ნახვები

როგორც იცით SEGA Yakuza-ს კლასიკური სერიის სრულად განახლებას გეგმავს, თუმცა აქამდე უცნობი იყო გაიყიდებოდა თუ არა თამაში იაპონიის ბაზარს გარეთ. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაგეგმილია Yakuza 3, Yakuza 4 და Yakuza 5-ის განახლებულ ვერსიებში ინგლისური სუბტიტრების დამატება. ასევე ცნობილია, რომ თამაში არ მიიღებს ცენზურას და ის სრული ანალოგი იქნება იაპონური ვერსიისა. შეგახსენებთ, რომ Yakuza 3-ის გამოსვლისას PS3 პლატფორმაზე ევროპული ბაზრისათვის სერიიდან ამოღებული იყო ღამის კლუბები და 18+ დაწესებულებები.

თამაშის განახლებული ვერსიები მიიღებენ გაფართოებას 1080р 60 კადრით წამში. Yakuza 3 იაპონიის ბაზრისათვის 9 აგვისტოს გამოვა. PS4 პლატფორმაზე და თამაშის მყიდველები საჩუქრად მიიღებენ თამაშის საუნდტრეკს. ევროპასა და ამერიკაში აგვისტოს მიწურულს გაყიდვაში Yakuza Kiwami 2 გამოვა. რაც შეეხება Yakuza 4-სა და Yakuza 5-ს ისინი რიგითობით გამოვლენ 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში.