Ubisoft-მა Assassin’s Creed Odyssey წარმოგვიდგინა

77 ნახვები

Ubisoft-ის ერთ-ერთი პოპულარული სერიის Assassin’s Creed-ის მომდევნო ნაწილის შესახებ ბოლო დროს ბევრმა ჭორმა გაიჟღერა. რამოდენიმე ხნის წინ ფოტოც კი გავრცელდა, რომელზეც თამაშის ანონსის თარიღიც კი იყო აღნიშნული. ინფორმაცია ნაწილობრივ გამართლდა, რადგან როგორც ცოტა ხნის წინ თავად თამაშის შემქმნელმა Ubisoft-მა ოფიციალურად დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ ახალ Assassin’s Creed Odyssey-ში  მოქმედებები ძველ საბერძნეთში წარიმართება.

როგორც პორტალ Kotaku-ს ჟურნალისტი ჯეისონ შრაიერი იუწყება თამაშის ახალი ნაწილი მიიღებს უფრო მეტ როლური ჟანრის ელემენტს. თამაშში გამოჩნდება  დიალოგური განყოფილება, სადაც მოთამაშეს თავად მოუწევთ დიალოგის წარმართვა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს არსებული ჭორის თანახმად შემქმნელები ამზადებდნენ თამაშის ტრილოგიას, რომელსაც ეყოლებოდა ერთი მთავარი გმირი. აღნიშნული ჭორის თანახმად ტრილოგიის პირველ ნაწილში მოქმედებები ძველ ეგვიპტეში წარიმართებოდა (რომელიც დადასტურდა), ხოლო მეორე ნაწილში კი ძველ საბერძნეთში. ამჯერად აღნიშნული ჭორიც დადასტურდა და მომავალ ნაწილში მოთამაშეებს მოგზაურობა ძველ საბერძნეთში მოუწევთ, თუმცა როგორც ირკვევა თამაშის გმირები შეიცვლებიან და მოთამაშეს თავად მოუწევს პერსონაჟის სქესის შერჩევა.

ამ ეტაპზე არსებობს თამაშის გამოსვლის ორი ვარიანტი : პირველი გახლავთ  2018 წლის შემოდგომა და მეორე 2019 წლის 31 მარტამდე პერიოდი.

 

Ubisoft ოფიციალურ ცნობებს აღნიშნულთან დაკავშირებით E3 2018-ზე გაგვაცნობს.