შემქმნელებმა Fear the Wolves-ის პირველი ფოტო კადრები გვიჩვენეს

157 ნახვები

კომპანია Focus Home Interactive-მა და Vostok Games-მა წარმოგვიდგინეს პირველი ფოტო კადრები, ახალი თამაშისა Fear the Wolves. შეგახსენებთ, რომ Vostok Games-ის თანამშრომლები არიან S.T.A.L.K.E.R.-ის ყოფილი შემქმნელები.

Fear the Wolves გახლავთ კარგად ნაცნობი Battle Royale-ის ჟანრის თამაში, რომელიც გადაწყვეტილია პირველ პირში. თამაშის მოვლენები პოსტაპოკალიფსური უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ვითარდება. თამაშში წინააღმდეგობას სხვა მოთამაშეებთან ერთად, ველური ცხოველები, ანომალიები და არაპროგნოზირებადი ამინდიც გაგიწევთ. თამაშში იქნება რეალურად არსებული იარაღები.

თამაში მუშავდება Unreal Engine 4-ის ძრავაზე. სათამაშო ტერიტორიის ზომა შეადგენს 25 კვადრატულ კილომეტრს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ანომალიიებისა და რადიაციული ზონების ადგილმდებარეობა, ყოველი მატჩის დროს შეიცვლება. აქედან გამომდინარე, თამაში იქნება არაპროგნოზირებადი და უნიკალური.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ბოლოსთვის. PC პლატფორმაზე, ხოლო მოგვიანებით თამაშის კონსოლურ პლატფორმებზე გამოსვლაც იგეგმება.