გამოქვეყნდა საშინელებათა ჟანრის თამაშ Agony-დან ამოჭრილი სცენები

106 ნახვები

როგორც იცით, Madmind Studio-ს საშინელებათა ჟანრის თამაში Agony რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა გაყიდვაში. თამაშმა მკაცრი ცენზურის აკრძალვები მიიღო, რადგან მასში ჭარბად არის სასტიკი ძალადობის, მკვლელობის, სექსუალური და ინტიმური ხასიათის სცენები. შემქმნელებს თამაშიდან მოუწიათ აღნიშნული სცენების ამოღება, რათა არ მიეღოთ ცვლილება რეიტინგში Mature-იდან (17 წლიდან ზემოთ)  Adults Only 18+-ზე (მხოლოდ უფროსებისთვის).

როგორც იცით ცენზურის რეიტინგს Adults Only 18+-ს (მხოლოდ უფროსებისთვის) იღებენ ის თამაშები, სადაც ჭარბად არის ხანგრძლივი ძალადობის, ასევე სექსუალური, ინტიმური, ხასიათის ამსახველი სცენები.

ცოტა ხნის წინ შემქმნელებმა გამოაქვეყნეს ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია თამაშიდან ამოჭრილი სცენები. აღნიშნული ვიდეორგოლი თამაშის ოფიციალურ YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა, თუმცა მალევე წაიშალა რა თქმა უნდა ისევ ცენზურის გამო, თუმცა მომხმარებლებმა მისი გადმოწერა და ახლიდან ატვირთვა მოახერხეს და ის კვლავაც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. გთხოვთ სუსტი ნებისყოფის ადამიანებმა და არასრულწლოვნებმა არ ნახოთ ვიდეო.

თამაში გამოვიდა 29 მაისს PC, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე და გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მოძველებული გრაფიკული მახასიათებლებისა და ბაგების სიმრავლის გამო. თამაშმა სხვა და სხვა გამოცემებისაგან საკმაოდ დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

IGN Spain — 6,5 
Hobby Consolas — 6 
TheSixthAxis — 4 
Twinfinite — 3