PUBG Fortnite-ს უჩივის

25 ნახვები

ჟურნალმა Korea Times-მა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ცნობილმა პოპულარულმა თამაშმა PlayerUnknown’s Battlegrounds-მა ჯერკიდევ ამაწლის იანვარში თამაშს Fortnite Battle Royale-ს უჩივლა. როგორც იცით, აღნიშნული თამაშები ჟანრობრივად აბსოლუტურად ერთნაირი გახლავთ. როგორც PUBG Corp იუწყება Fortnite Battle Royale-ის შემქმნელები თამაშში იყენებენ სტუდიის შემუშავებულ გარკვეულ დეტალებს, ასევე სხვა და სხვა ელემენტებს თამაშის მრავალმომხმარებლური ინტერფეისიდან, მატჩების სტრუქტურას და ელემენტებს თავად სათამაშო პროცესიდან.

შეგახსენებთ, რომ თამაში PlayerUnknown’s Battlegrounds 2017 წლის 20 დეკემბერს გამოვიდა, ხოლო Fortnite Battle Royale კი ადრეული სტადიით 2017 წლის 26 სექტემბერს. როგორც იცით აღნიშნული თამაშები მუშაობენ ერთი და იგივე სათამაშო ძრავაზე, Epic Games-ის Unreal Engine 4-ზე.