შემქმნელებმა Fortnite-ის ახალ განახლებაში გადაადგილების სახალისო საშუალება შემოგვთავაზეს

27 ნახვები

Fortnite-ის შემქმნელებმა საკუთარი მომხმარებლების წახალისება მოისურვეს და თამაშში საინტერესო სატრანსპორტო საშუალება დაამატეს. ახალი განახლება თამაშს სუპერმარკეტის ურიკას შეჰმატებს. აღნიშნული ურიკის მართვა შესაძლებელია როგორც ერთი მოთამაშის, ასევე ორი მოთამაშის მიერ როგორც გადაადგილების საშუალებად, ანდაც უბრალოდ გასართობად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ბრძოლაშიც, იმ შემთხვევაში თუ ერთი მოთამაშე მის მართვას აიღებს საკუთარ თავზე, ხოლო მეორე კი მსროლელის პოზიციას დაიკავებს.

როგორც იცით თამაშში აღნიშნული ურიკები აქამდეც გვხვდებოდა, მაგრამ ისინი სრულიად უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოთამაშეები ფიქრობდნენ რომ შემქმნელები მას გამოყენების საშუალებას ნამდვილად მისცემდნენ მომავალში.