დაანონსდა ახალი თამაში Battle Royale-ის ჟანრში სახელად Fractured Lands

36 ნახვები

სტუდიამ UnbrokenStudios-მა ახალი თამაში დააანონსა, სახელწოდებით Fractured Lands. აღნიშნული სტუდიის თანამშრომლები გახლავთ თამაშების Battlefield, Call of Duty და Medal of Honor-ის ყოფილი შემქმნელები.

ახალი თამაში წარმოდგენილი იქნება ყველასათვის ცნობილ და უკვე ძალზედ პოპულარულ ჟანრში Battle Royale. თამაშის მოქმედებები მიმდინარეობს პოსტაპოკალიფსურ შეშლილი მაქსისებურ (Mad Max) სამყაროში. თამაშში ბრძოლები გაიმართება ავტომობილებით.  ავტომობილი წარმოადგენს როგორც ყველაზე ეფექტურ იარაღს თავის გადასარჩენად, ასევე იდეალურ საშუალებას, რათა გაექცეთ თქვენს მოწინააღმდეგეს.

მოთამაშეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილის დეტალიზება. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება შეიარაღების სხვა და სხვა საშუალებები, რომელთა დაყენებასაც თქვენს ავტომობილზე შეძლებთ, ასევე ჯავშანი რომლითაც თქვენს ავტომობილს მეტად გამძლეს გახდით, მოწინააღმდეგის ცეცხლთან შეხვედრისას. სათამაშო რუკაზე განთავსებული იქნება სხვა და სხვა დეტალები, რომელთა ხელში ჩასაგდებადაც მოგიწევთ ავტომობილის დატოვება. მიღებული დეტალების დახმარებით კი თქვენი ავტომობილის და შეიარაღების გაუმჯობესებას შეძლებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ უარს იტყვით მძიმე შეიარაღებაზე და ჯავშანზე, მიიღებთ ბევრად სწრაფ გადაადგილების საშუალებას.

 

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ივლისის თვეში PC პლატფორმაზე. თამაშის ბეტა ტესტირება კი გაიმართება ივნისის თვეში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები, განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს.