Sony გვთავაზობს PlayStation 4-ის ახალ კოლექციურ გამოცემას

24 ნახვები

Sony საკუთარ მომხმარებლებს PlayStation 4-ის ახალ კოლექციურ გამოცემას სთავაზობს. კომპანია აქციის Days Of Play-ის ფარგლებში, რომელიც 8-დან 18 ივნისის ჩათვლით პირველად გაიმართება რუსეთში წარმოგვიდგენს კონსოლის სპეციალურ გამოცემას, რომელიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ ფასად. აღნიშნული კონსოლი გადაწყვეტილია ლურჯ ფერში. კონსოლს ზედა ნაწილზე აქვს კონტროლერის ღილაკების აღმნიშვნელი სპეციალური ოქროსფერი ლოგოტიპი. კომპლექტში ასევე შედის ორი კონტროლერი, ასევე ლურჯ ფერში გაფორმებული, რომელსაც სენსორულ პანელზე ასევე აქვს ოქროსფერი ლოგოტიპი. კონსოლი გაიყიდება შეზღუდული რაოდენობით.

აღნიშნული აქციის ფარგლებში სპეციალურ ფასად კონსოლთან ერთად სხვა და სხვა მოწყობილობებიც გაიყიდება, ასევე გათამაშდება სხვა და სხვა პრიზებიც.