S.O.N. ახალი საშინელებათა ჟანრის თამაში PS4-ზე

23 ნახვები

ცოტა ხნის წინ. კომპანიამ RedG Studios ფსიქოლოგიური, საშინელებათა ჟანრის თამაშის სახელად S.O.N.-ის სათამაშო პროცესის ტრეილერი წარმოგვიდგინა. მოთამაშეები S.O.N.-ის სამყაროში საკუთარი შიშების წინაშე აღმოჩნდებიან.

თამაშის მთავარი გმირი. გახლავთ ახალგაზრდა მამაკაცი. რობერტ ალდერსონი, რომელიც საკუთარი შვილის საძებნელად პენსილვანიის ტყის სიღრმეში მიემგზავრება. რაც უფრო ღრმად შედის იგი ტყის სიღრმეში მით უფრო კარგავს რეალურ სამყაროსთან კავშირს და სრულიად დაუცველი აღმოჩნდება ტყეში არსებული შემზარავი არსებების წინააღმდეგ. ბნელით და შიშით მოცულ გარემოში კი რთულია გაავლოს ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის.

თამაში საშინელებათა ჟანრთან ერთად გადარჩენის ელემენტებსაც შეიცავს. თამაში გამოდის 2018 წლის 11 დეკემბერს. მხოლოდ PS4 პლატფორმაზე. მისი სადემონსტრაციო ვერსია კი 8 ივნისიდან Playstation Store-ის ონლაინ მაღზიაში იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილია ტაიმერი, რომელზეც დარჩენილია 2 დღე და რამოდენიმე საათი. ტაიმერს  თან ახლავს წარწერა “მსოფლიო გაიგებს”.