Detroit: Become Human ბრიტანეთის გაყიდვების სიაში პირველ ადგილს იკავებს

55 ნახვები

Playstation-ის ექსკლუზივები კვლავაც განაგრძობენ ბრიტანეთის გაყიდვებში ლიდერობას. როგორც იცით 25 მაისს Sony-იმ კიდევ ერთი ექსკლუზიური თამაში Detroit: Become Human შემოგვთავაზა PS4 პლატფორმაზე. თამაშმა გამოსვლისთანავე დაიკავა მოწინავე პოზიცია. გაყიდვების სიაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე აღნიშნულ სიაში ლიდერობდა God of War 4, რომელიც პირველობას ხუთი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. ამ დროისათვის კი თამაშმა მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. სიაში მეორე ადგილს იკავებს Microsoft-ის ექსკლუზივი State of Decay 2. მესამე ადგილს რამოდენიმე დღის წინ გამოსული Dark Souls Remastered იკავებს, ხოლო მეოთხეს კი FIFA 18.

როგორც ავღნიშნეთ Detroit: Become Human გამოვიდა 25 მაისს ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე. თამაშის მოვლენები ვითარდება 2038 წელს, ქალაქ დეტროიტში. მომავლის სამყაროში. ანდროიდი რობოტები ძირითად სამუშაო ძალად იქცნენ. ისინი არასდროს იღლებიან და არასდროს ამბობენ არას. ისინი ყოველთვის ემორჩილებიან საკუთარ მფლობელებს, თუმცა ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა, ზოგმა ანდროიდმა გამოავლინა მისთვის უჩვეულო ქცევა,  თითქოს მათ გაუჩნდათ გრძნობების აღქმის და ფიქრის უნარი.

მოთამაშეებს მოუწევთ სამი ანდროიდის მართვა, რათა დაეხმარონ მათ საკუთარი პიროვნების ძიებაში, თუ ვინ არიან ისინი დღეს. თქვენს მიერ გადადგმული თითეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება კი გავლენას იქონიებს როგორც პერსონაჟების, ასევე მთელი ქალაქის მომავალ განვითარებაზე.

PSN-ის ონლაინ მაღაზიაში ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია თამაშის სადემონსტრაციო ვერსია დემო ვერსია მოიცავს პირველ ეპიზოდს სახელწოდებით “მძევალი.”