Bethesda ახალ თამაშს აანონსებს, რომელიც Fallout-ის სერიებს უკავშირდება

8 ნახვები

კომპანია Bethesda მოაულოდნელად საინტერესო სიახლეს აანონსებს. კომპანია საკუთარი ტვიტერის გვერდზე. აქვეყნებს ვიდეოს, სადაც უკანა ფონზე მონიტორის ეკრანზე ჩანს ტრადიციული წარწერა „გთხოვთ დაიცადოთ.“ (Please Stand By) როგორც იცით. აღნიშნული წარწერა Fallout-ის სერიებიდან არის ცნობილი. მონიტორის წინ, ასევე დგას Fallout-ის სიმბოლოს Vault Boy-ს მცირე ზომის ქანდაკება. აღნიშნული სცენა კომპანიის ტვიჩის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კომპანია სხვა არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ქსელში არსებობს რამოდენიმე ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს ახალი პროექტი. ზოგის აზრით ეს შესაძლოა იყოს ახალი თამაში მობილური პლატფორმისთვის, ისეთივე როგორიც გახლავთ Fallout: Shelter. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს Fallout-ის რომელიმე სერიის განახლებული ვერსია. როგორც იცით წელს თამაშს Fallout 3 უსრულდება არსებობის 10 წელი და შესაძლოა აღნიშნული ანონსი მასთანაც იყოს კავშირში. არსებობს კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მცირე შანსის მქონე ვერსია, რომ შესაძლოა კომპანიამ Fallout-ის სრულიად ახალი მეხუთე ნაწილი დააანონსოს.