შემქმნელებმა ეროტიული საშინელებათა ჟანრის თამაშის Lust for Darkness-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადეს

24 ნახვები

კომპანიებმა Movie Games და PlayWay-მ ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის თამაშის Lust for Darkness-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადეს. თამაშის შექმნის პროცესში შემქმნელები ეყრდნობოდნენ ისეთი ხელოვანების შემოქმედებას როგორებიცაა: ჰოვარდ ლოვკრაფტი, სტენლი კუბრიკი, ჰანს რუდი ჰიგერი და პოლონელი მხატვარი ედისლავ ბეკსინსკოვო.

თამაში გახლავთ ეროტიული, ფსიქოლოგიური, საშინელებათა ჟანრის.  თამაშის პროცესში მოთამაშეზე მუდმივ ზემოქმედებას ახდენს ორი ძლიერი გრძნობა: შიში და ვნება. თამაშის მოქმედებები ხდება ორ სამყაროში: ვიქტორიანული პერიოდის სასახლეში, სადაც მთავარი გმირი ეძებს დაკარგულ მეუღლეს და ფანტასტიკურ სამყაროში Lusst’ghaa. არაამქვეყნიური არსება არასოდეს ყოფილა ადამიანის მსგავსი, თუმცა ერთხელ მან გადაწყვიტა საკუთარი სხეულის ტრანსფორმაცია, რათა შეეგრძნო ხორციელი სიამოვნება.

თამაში გამოდის 12 ივნისს PC პლატფორმაზე. რაც შეეხება კონსოლებს PS4, Xbox One-სა და Nintendo Switch-ს, მათთვის თამაში 2018 წლის დასასრულს  გამოვა. თამაშის კონსოლური პლატფორმების ვერსიაზე მუშაობს სტუდია SimFabric.