ულამაზესი Shape of the World-ის შემქმნელები თამაშის სადემონსტრაციო ვერსიას გვთავაზობენ

18 ნახვები

სიურეალისტური, სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Shape of the World-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. კომპანია Hollow Tree Games-მა მოთამაშეებისათვის  უფასო სადემონსტრაციო ვერსია გამოუშვეს. აღნიშნულ ვერსიაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თამაშის პირველი საფეხური. თამაშს არ გააჩნია ძირითადი სიუჟეტი და რაიმე ამოცანების შესრულების ტრადიციული პროცესი. მოთამაშე პირველ პირში მოგზაურობს ფანტასტიკურ და ულამაზეს სამყაროში. თამაშში გასაოცრად ლამაზად არის წარმოდგენილი გარემო, ბუნება და მასში არსებული ცოცხალი არსებები. თამაშში გარემო დინამიურად რეაგირებს მოთამაშის მოქმედებებზე. ულამაზესი ფლორა და ფაუნა მომენტალურად ვრცელდება მოთამაშის ირგვლივ.

შემქმნელების შთაგონებად იქცა Playstation-ის ექსკლუზივი, ცნობილი სათავგადასავლო თამაში Journey, რომელიც გაყიდვაში 2012 წელს გამოვიდა. ექსკლუზიურად PS3 პლატფორმაზე. თამაშის პროცესში ნამდვილად აღმოაჩენთ ამ ორ თამაშს შორის მსგავსებებს.

თამაშის უფასო სადემონსტრაციო ვერსიის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს. შეგახსენებთ, რომ თამაში პლატფორმაზე Kickstarter 2015 წელს გამოჩნდა და წარმატებით შეძლო 80 ათასი დოლარის შეგროვება.

თამაში გამოდის 5 ივნისს Steam-ის ონლაინ მაღაზიაში.