Microsoft-მა Xbox 360-ის სისტემური განახლება გამოუშვა

82 ნახვები

 

 

როგორც იცით. უკვე დიდი ხანია რაც კონსოლების მწარმოებლებმა ძველი თაობის კონსოლების (PS3, Xbox 360, Wii U) წარმოება შეწყვიტეს. კომპანია Microsoft-მა ორ წლიანი დავიწყების შემდეგ საკუთარი ძველი თაობის კონსოლის Xbox 360-ის სისტემური განახლენბა გამოუშვა. აღნიშნული განახლება კონსოლისათვის უმნიშვნელო შეცდომების აღმოფხვრის გარდა დიდ გაუმჯობესებას რათქმაუნდა არ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ 2016 წელს განაცხადა, რომ იგი წყვეტს ძველი თაობის კონსოლის წარმოებას. კონსოლის წინა განახლება სწორედ აღნიშნული განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ 2016 წლის 29 მარტს გამოვიდა. კომპანია აღნიშნული კონსოლის მხარდაჭერას ჯერაც განაგრძობს. ჯერ კიდევ მუშაობს მისთვის განკუთვნილი სერვერები და ონლაინ მაღაზია Xbox LiveMicrosoft-ის სათამაშო კონსოლი Xbox 360 გაყიდვაში 2005 წლის 22 ნოემბერს გამოვიდა და დღემდე მისი 84 მილიონამდე ასლია გაყიდული.

აქვე გეტყვით, რომ Playstation-ის ძველი თაობის კონსოლმა უკანასკნელი განახლება 2017 წლის 14 ნოემბერს მიიღო, ხოლო Nintendo-ს Wii U-მ კი 2017 წლის 17 ივლისს.