Killer7-ს შემოდგომით PC პლატფორმაზეც ვიხილავთ

25 ნახვები

მოქმედებითი, სათავგადასავლო ჟანრის თამაში killer7. ალბათ მოთამაშეებს ნაკლებად გეცნობათ, თუმცა უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ალბათ კარგად გახსენდებათ ეს შეშლილი თამაში. თამაშის შემქმნელი გახლავთ სტუდია Grasshopper Manufacture. აღნიშნული თამაში გამოვიდა ჯერ კიდევ 2005 წელს. Playstation 2-სა და GameCube პლატფორმებზე. თამაშის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ. მისი ორიგინალური სიუჟეტისა და სტილის შეგრძნების საშუალება РС პლატფორმის მომხმარებლებსაც ეძლევათ. თამაშის გამოსვლა აღნიშნულ პლატფორმაზე დაგეგმილია შემოდგომისათვის.

თამაშის მთავარი გმირი გახლავთ 60 წლის ჰარმენ სმიტი. იგი დაავადებულია შიზოფრენიით და ინვალიდის ეტლში ზის. სმიტი მისი შეზღუდული უნარის მიუხედავად გახლავთ პროფესიონალი დაქირავებული მკვლელი. სმიტს გააჩნია ზებუნებრივი შესაძლებლობები რისი დახმარებით სმიტს შეუძლია გადაიქცეს 7 სხვა და სხვა პიროვნებად და ასე შეასრულოს თავისი საქმე. აღნიშნული შვიდი პიროვნებიდან ყოველივეს საკუთარი განსხვავებული შესაძლებლობები, შეაიარაღების არსენალი და მკვლელობის შესრულების სტილისტიკა აქვს.

სმიტის შვიდი ალტერნატიული პიროვნება ცნობილია როგორც Killer7-ის სინდიკატი. თამაშის მთავარი უარყოფითი პერსონაჟი გახლავთ კუნ ლანი, რომელიც ფლობს ასევე ზებუნებრივ ძალას „ღვთის ხელი.“  აღნიშნული უნარის დახმარებით კუნ ლანს შეუძლია ადამიანები მოსიარულე ბომბებად აქციოს, რომელსაც „ზეცის ღიმილს“ უწოდებენ. ბომბებად ქცეული ადამიანები ქმნიან ქაოსს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შტატების ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და უკავშირდება ჰარმენ სმიტს, რათა ქვეყანა კუნ ლანის ბოროტი ზრახვებისაგან დაიცვას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაში გამოვიდა 2005 წელს Playstation 2-სა და GameCube პლატფორმებზე. შემოდგომში კი თამაშს РС პლატფორმაზეც ვიხილავთ. თამაში ახალ პლატფორმაზე კვლავაც საკუთარი ორიგინალური სტილისტიკით წარსდგება, თუმცა თანამედროვე სისტემებთან კარგად ოპტიმიზირებული.