Beware-ის შემქმნელები მსურველებს თამაშის გაცნობას უფასოდ სთავაზობენ

85 ნახვები

შემქმნელებმა ახალი ტიპის საშინელებათა ჟანრის თამაშის Beware-ის 5 წუთიანი სათმაშო პროცესის ვიდეორგოლი წარმოგვიდგინეს და ნებისმიერ მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევენ გადმოწერონ თამაშის ადრეულ სტადიაში მყოფი ვერსია და გაეცნონ ახალ საშინელებათა ჟანრის თამაშის უნიკალურ სტილისტიკას.

თამაში გახლავთ ღია სამყაროს მქონე, სადაც მოთამაშეებს დიდი მოგზაურობა ელით. თამაშის მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშე არასოდეს ტოვებს ავტომობილს. მთავარი გმირი მოგზაურობს მანქანით სხვა და სხვა ქალაქებში, სოფლებში და მცირე დასახლებებში. ჩაბნელებულ გზებზე და ქალაქებში კი ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პირველივე შემხვედრს მიზეზის ძიებგარეშე დაედევნებიან მოსაკლავად. შეშლილმა მაცხოვრებლებმა კარგად იციან ავტომობილის გაჩერების მრავალი ხერხი, რათა მათთვის უსიამოვნო სტუმარი სიცოცხლეს გამოასალმონ.

თამაში ასევე შეიცავს სტელსის ელემენტებს. ხშირ შემთხვევაში მოთამაშისათვის გადაადგილებისას საუკეთესო გამოსავალი იქნება გამორთული მაშუქებითა და დაბალი სიჩქარით მოძრაობა, რათა თავიდან აიცილოს უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა.

შემქმნელები თამაშში ბევრ საინტერესო ადგილს დაამატებენ, რათა მოთამაშეებმა უფრო მეტი შეიტყონ თამაშის შესახებ.

თამაშის გასაცნობი წინასწარი ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულიდან, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თამაშში არსებობს ბაგები და პრობლემები ოპტიმიზაციასთან რადგან ეს გახლავთ თამაშის ადრეული ვერსია.