მომხმარებელმა Dark Souls-ის ფაილებში Bloodborne-ისა და Demon’s Souls-ის რუკები აღმოაჩინა

96 ნახვები

ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ლანს მაკდონალდსმა განახლებული Dark Souls-ის ფაილებში აღმოაჩინა Playstation-ის ექსკლუზივის2015 წელს გამოსული Bloodborne “Upper Cathedral Ward-ის” და ასევე 2009 წელს გამოსული Demon’s Souls-ის ერთ-ერთი რუკა Bolataria.

მომხმარებელმა მოახერხა და Bloodborne “Upper Cathedral Ward-ის” რუკა ყველასათვის ცნობილ Grand Theft Auto V-ში გახსნა და ვიდეოც გადაიღო. ვიდეოზე ჩანს ტრევორი, რომელიც Bloodborne-ის რუკაზე დასეირნობს და ავტომობილითაც გადაადგილდება.

 

მომხმარებლის თქმით თამაშში აღმოჩენილი ორივე თამაშის რუკები ჯერ კიდევ Dark Souls-ის ორიგინალ ვერსიაში არსებობდა და ეს არ გახლავთ თამაშის განმაახლებელი გუნდის შექმნილი. მომხმარებელმა უფრო ადრე Dark Souls Remastered-ში 17 გამოუყენებელი რუკა აღმოაჩინა, რომლებიც ასევე თამაშის ორიგინალი ვერსიიდან არსებობს.

შეგახსენებთ, რომ Dark Souls Remastered გამოვიდა რამოდენიმე დღის წინ РС, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე.