ახალი დეტალები Battlefield V-ის შესახებ

89 ნახვები

Battlefield V-ის ოფიციალური Twitter ანგარიშიდან ცნობილი გახდა რამდენიმე ახალი დეტალი. მაშასადამე წარმოგიდგენთ ახალ ინფორმაციას:

პირველ რიგში, Star Wars: Battlefront 2-ის თითქმის უნივერსალურად დაწუნებულ Loot Box-ებს ახალ Battlefield-ში არ ვიხილავთ. უფრო მეტიც, Titanfall 2-ის მსგავსად, აქ არ იქნება არანაირი Premium Pass (Season Pass) და ყველა ახალი რუკა და რეჟიმი უფასოდ გამოვა. (თუმცა იქნება ფასიანი კოსმეტიკური ნივთები) რა თქმა უნდა, ნაადრევია იმის თქმა, რომ EA-მ თავისი შეცდომა სრულად აღიარა და მომავალში მსგავსს არაფერს მოიმოქმედებს, მაგრამ ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

გეიმფლეიში შეტანილ ცვლილებებზე გადავიდეთ:

ყოველ მოთამაშეს ნაკლები ყუმბარა ექნება რუკაზე გაჩენისას, თუმცა მათი გამოყენებისთვის 2 ახალი არჩევანი დაემატება: ყუმბარაზე ტყვიის მოხვედრით მისი აფეთქება ჰაერში და მტრის მიერ ნასროლი ყუმბარის უკან გადაგდება, ასევე შეძლებთ მაღალი კალიბრის მქონე იარაღებით კედლების განადგურებასაც.


Battlefield V
-ის ტრეილერმა დადგმული გეიმფლეი წარმოგვიდგინა, მაგრამ მასში ნაჩვენები იყო მოძრაობის რამდენიმე ახალი შესაძლებლობა. უდიდესი აფგრეიდი მოძრაობის სისტემამ განიცადა: ჩაკუზულ მდგომარეობაში სირბილი, ფანჯრიდან გადმოხტომა, ზურგზე მწოლარე მდგომარეობაში მოძრაობა და ამასობაში სროლა და მეტი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებებზე? საგრძნობლად გააუმჯობესებს გეიმფლეის პროცესს, თუ მორიგი ზედაპირული გიმიკა აღმოჩნდება? თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.