SEGA-მ განახლებული Yakuza 3-ის თრეილერი გვიჩვენა

45 ნახვები

 

როგორც იცით SEGA-მ განაცხადა, რომ შემქმნელები სრულად განაახლებენ Yakuza-ს კლასიკურ სერიას. ცოტა ხნის წინ SEGA-მ გამოაქვეყნა განახლებული Yakuza 3-ის თრეილერი და რამოდენიმე ფოტო კადრი.

როგორც იცით Yakuza 3 პირველად 2009 წელს გამოვიდა. PS3 პლათფორმაზე. იმ დროისათვის თამაში ხელმისაწვდომი იყო გაფართოებით 720p და 30 კადრით წამში. განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 1080p და 60 კადრით წამში.

თამაშის მოვლენების მიხედვით. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული ბავშვთა სახლი. დაინტერესებულნი არიან Yakuza-ს სხვა და სხვა კლანები და ასევე სამთავრობო უწყებები. შექმნილი აჟიოტაჟის მიზეზების გასარკვევად კაძუმა კირიოს მოუწევს ტოკიოში დაბრუნება.

Yakuza 3 იაპონიის ბაზრისათვის 9 აგვისტოს გამოვა. PS4 პლათფორმაზე და თამაშის მყიდველები საჩუქრად მიიღებენ თამაშის საუნდტრეკს. რაც შეეხება Yakuza 4-სა და Yakuza 5, ისინი რიგითობით გამოვლენ 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში. ჯერჯერობით უცნობია გაიყიდება თუ არა სხვა ქვეყნებში აღნიშნული განახლებული ნაწილები.