შემქმნელები Guns of Icarus-ს უფასოდ გასცემენ

75 ნახვები

თამაშების ონლაინ მარკეტ Steam-ში გრძელდება უფასო თამაშების გაცემის აქცია. ამჯერად. კომპანია Muse Games გვთავაზობს საკუთარ სტიმპანკის და სათავგადასავლო ჟანრის თამაშს. Guns of Icarus Online-ს და მის კოოპერატიულ დამატებას Guns of Icarus: Alliance.

თამაშის მისაღებათ თქვენ უბრალოდ უნდა დაიმატოთ იგი თქვენს Steam-ის ბიბლიოთეკაში, რის სემდეგაც თამაში დაგრჩებათ სამუდამოდ.

თამაშში თქვენ მოგიწევთ უზარმაზარი, შეიარაღებული და ეკიპაჟით აღჭურვილი მფრინავი ხომალდების მართვა. თამაშში ნებირმიერ მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს საკუთარი სურვილისამებრ შექმნას უნიკალური ხომალდი. თამაშში ხელმისაწვდომია ათობით განსხვავებული ტიპის იარაღები და ინსტრუმენტები. თამაში Guns of Icarus Online ორიენტირებულია PVP ტიპის ბრძოლებზე, სადაც რეალური მოთამაშეები შეერკინებიან ერთმანეთს, ხოლო Guns of Icarus: Alliance წარმოადგენს თამაშის კოოპერატიულ დამატებას, სადაც მეგობრებთან ერთა თქვენ შეებრძოლებით მოწინააღმდეგის არმიას. კოოპერატიული რეჟიმი ხელმისაწვდომია 16 მოთამაშისათვის.

შეგახსენებთ, რომ თამაში Guns of Icarus Online გამოვიდა 2012 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო დამატება Guns of Icarus: Alliance 2017 წელს. თამაში ხელმისაწვდომია PC, PS4, Linux და macOS პლათფორმებზე.

აქვე Venatus გთავაზობთ თამაშის განხილვას.