კომპანია Blizzard თამაშს Overwatch რამოდენიმე დღით უფასოდ გასცემს

173 ნახვები

კომპანია Blizzard საკუთარ მომხმარებლებს სასიამოვნო აქციას სთავაზობს. მრავალმომხმარებლური შუთერის Overwatch-ის 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კომპანია ნებისმიერ მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს აბსოლუტურად უფასოდ ჩამოტვრთონ და ითამაშონ აღნიშნული თამაში, თუმცა ეს დროებითია და აქცია 29 მაისამდე გასტანს.

თამაშით სარგებლობა ყველა არსებული პლათფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ. იმისათვის, რომ თამაში PC პლათფორმაზე გაუშვათ საჭიროა დააყენოთ Battle.net-ის სათამაშო აპლიკაცია. დარეგისტრირდეთ ან გამოიყენოთ უკვე არსებული ანგარიში და ჩამოტვირთოთ თამაში. რაც შეეხება კონსოლს Xbox One. აღნიშნული თამაშის მისაღებად Xbox store-ს ონლაინ მაღაზიაში უნდა მოძებნოთ თამაშის ვერსია. Overwatch: Origins Edition და აირჩიოთ თამაშის საცდელი ვერსია. PS4-ის მომხმარებლებმა კი თამაში უნდა ჩამოტვირთონ Playstation Store-ს ონლაინ მაღაზიიდან.

თამაშის იუბილესთან დაკავშირებით. შემქმნელები ასევე გამოუშვებენ ახალ ფორმებს. გმირებისათვის, ასევე სპეციალურ საიუბილეო კონტეინერებს, რომლებშიც 190-მდე სპეციალური ნივთი იქნება. აქედან 60 ახალი, ასევე შემქმნელები განაახლებენ Overwatch Legendary Edition-ის ვერსიას და მისი შეძენისას მომხმარებლები მიიღებენ უნიკალურ ფორმებს. თამაშის გმირებისათვის და ბონუსებს Blizzard-ის სხვა თამაშებისათვის. აქციის ფარგლებში თამაში გაიყიდება ფასდაკლებით.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2016 წლის 24 მაისს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.

აქვე Venatus გთავაზობთ თამაშის განხილვას