გამოქვეყნდა The Sinking City-ს ტიზე თრეილერი

90 ნახვები

ცოტა ხნის წინ კომპანია Frogwares-მა გამოაქვეყნა საშინელებათ ჟანრის თამაშის The Sinking City-ს ტიზე თრეილერი. შემქმნელების ინსპირაციი წყარო გახლავთ მწერალ ჰოვარდ ლავკრაფტის (Howard Lovecraft) საშინელებათა ჟანრის წიგნი.

თრეილერში ჩანს კერძო დეტექტივი, რომელიც ჩადის გამოგონის ქალაქ ოკმონტში. დატბორილი ქალაქის ქუჩებში დეტექტივი ნავით გადაადგილდება. წყლის ქვეშ კი არც თუ კეთილგანწყობილი მონსტრი იმალება. უზარმაზარი საცეცებიანი მონსტრი. დეტექტივს ნავიდან აგდებს და იგი ხვდება წყალქვეშ. დეტექტივი უახლოვდება კარს, რის შემდეგაც ხვდება გაურკვეველ ადგილას, სადაც რთულია გაარკვიოს რეალობა და ილუზია. შემქმნელები გვპირდებია, რომ მოთამაშეს ექნება გადაწყვეტილებების მიღების თავისუფალი არჩევანი. მოთამაშეების გადაწყვეტილებები კი გავლენას იქონიებენ თამაშის სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე.

თამაშის მოვლენები ვითარდება 1920-იანი წლების ამერიკის შტატ მასაჩუსეტსის გამოგონილ ქალაქ ოკმონტში. ქალაქი ხშირი წყალდიდობების შედეგად მრავალი წლის მანძილზე დანარჩენი სამყაროსგან სრულად იზოლირებული იყო. ქალქში ჩადის დეტექტივი, რათა აწარმოოს გამოძიება. მას მოუწევს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ურთიერთობა რომლებიც არც თუ კეთილგანწობილნი არიან დეტექტივის მიმართ.

თამაში გამოვა PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე. შემქმნელები თამაშს წარმოადგენენ E3 2018-ზე.