Steam-ზე ახალი აქცია”საგაზაფხულო დასუფთავება” მიმდინარეობს

44 ნახვები

თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზია Steam. საკუთარ მომხმარებლებს ახალ აქციას  საგაზაფხულო დასუფთავებას (Spring Cleaning Event) სთაბაზობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში მოთამაშეეებს ელოდებათ ყოველდღიური სხვა და სხვა დავალებები და პროექტები. დავალებების შესრულების შემდეგ მოთამაშეები მიიღებენ პრიზებს საკუთარი პროფილის გასაფორმებლად. აღნიშნული აქციის ფარგლებში Steam პლათფორმის მომხმარებლები აბსოლუტურად უფასოდ მიიღებენ შემდეგ თამაშებს : Dead by Daylight, Cities: Skylines, Don’t Starve Together, DiRT 4, Left 4 Dead 2, Tyranny, Borderlands 2, middle earth shadow of war და Castle Crashers.

აქციის ფარგლებში აღნიშნული თამაშები ასევე 40% და 75% ფასდაკლებით გაიყიდება. აქცია გაგრძელდება 28 მაისამდე. შეგახსენებთ, რომ თამაშები თქვენს ბიბლიოთეკაში მხოლოდ 28 მაისამდე იქნება ხელმისაწვდომი.