Steam არასრულწლოვანი მომხმარებლების მიმართ რეგულაციებს გაამკაცრებს

186 ნახვები

 

როგორც ირკვევა. თამაშების ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ მაღაზია Steam. არასრულწლოვანი მოთამაშეებსადმი, რომლებიც 16+ ასაკს ქვემოთ იმყოფებიან კანონის გამკაცრებას გეგმავს. იმ მოთამაშეეებს კი, რომლებმაც არასწორად შეიყვანეს საკუთარ ასაკი ანგარიშის შექმნის დროს დაებლოკებათ ანგარიშები.

ცოტა ხნის წინ. Steam პლათფორმის კოდში. გამოჩნდა ისეთი ველები როგორებიცაა მშობლის ელექტრონული ფოსტა და მშობლის თანხმობა. აღნიშნული ცვლილებები უკავშირდება ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებს. (General Data Protection Regulation) რომელიც ძალაში უკვე დღეიდან შევიდა. აღნიშნული რეგულაციების თანახმად მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვის მიზნით არასრულწლოვან მომხმარებლებს სხვა და სხვა პროგრამების გამოყენების უფლება ექნებათ მხოლოდ მშობლის თანხმობის შემდეგ. კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ რეგულაციებს არ დაიცავენ მკაცრად დაჯარიმდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომპანია Valve-ს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ზოგიერთი მომხმარებლის თქმით ის მომხმარებლები, რომლებმაც არასწორად მიუთითეს საკუთარი ასაკი მიიღებენ სამუდამო ბლოკირებას, ხოლო იმისათვის, რომ არსებული ანგარიში აღადგინოთ თქვენ მოგიწევთ განაახლოთ თქვენი ასაკი და მშობელმა მოგცეთ თანხმობა.

აღნიშნული რეგულაციის შესახებ შედარებით ადრე ცნობილი თამაშის League of Legends-ის შემქმნელებმაც განაცხადეს, რომ 16 წელს ქვემოთ მყოფი მოთამაშეებისათვის საჭირო იქნება მშობლის თანხმობა, რათა მათ განაგრძონ თამაშით სარგებლობა.