გამოქვეყნდა თამაშ World War Z-ის სათამაშო პროცესის თრეილერი

91 ნახვები

პორტალმა IGN ცოტახნის წინ გამოაქვეყნა ზომბი აპოკალიფსის World War Z-ის სათამაშო პროცესის პირველი თრეილერი. თამაშზე მუშაობს სტუდია Saber Interactive. კინოსტუდია Paramount-თან ერთად. თამაში ეფუძნება ცნობილ ფილმს World War Z, რომელშიც მთავარი როლი ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი თამაშობს. რამდენად შესაძლებელია მსახიობის თამაშში ხილვა ეს უცნობია.

თამაშის მოვლენები როგორც თრეილერიდან ვხედავთ პოსტ-აპოკალიფსურ რუსეთში მიმდიონარეობს. მოგვიწევს თუ არა თამაშში სხვა ქვეყნების ხილვა ეს უცნობია. თრეილერში თამაშის გმირები მოსკოვის გაყინულ ქუჩებში, შენობებში,მეტროსადურებსა და ბუნკერებში შეშლილ ზომბებთან გადარჩენისათვის იბრძვიან.

თამაშთან დაკავშირებით შემქმნელები სხვა დეტალებს ჯერ არ გვიმხელენ, თუმცა თამაშს Е3 2018 გვიჩვენებენ. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წელს PC, PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე.