Sony PS5-ის გამოჩენის თარიღზე საუბრობს

74 ნახვები

კომპანია Sony-მ გაგვიმხილა ინფორმაცია, თუ სავარაუდოდ როდის უნდა ველოდეთ Playstation-ის მომავალი თაობის კონსოლის PS5-ის გამოსვლას. აღნიშნულის შესახებ განაცხადა Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ კოდერამ. კოდერაზე დაყრდნობით მომავალი კონსოლის გამოსვლას მინიმ 3 წელი უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს ახალი კონსოლს მინიმუმ 2021 წლამდე ვერ ვიხილავთ. ახალ კონსოლთან დაკავშირებით სხვა არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ახალი კონსოლი AMD Ryzen-ის პროცესორზე დაფუძნდება. ახალი კონსოლის შესახებ. ახალი ინფორმაცია შესაძლოა E3 2018-ზეც ვიხილოთ.

ცოტა ხნის წინ როგორც იცით კოდერამ განაცხადა, რომ PS4 საკუთარი სიცოცხლის უნარიანობის საბოლოო ფაზაში შედის. როგორც იცით უკანასკნელი თაობის კონსოლი PS4 2013 წლის 15 ნოემბერს გამოვიდა და მისი 73 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ამ ფინანსურ წელიწადში კი კომპანია კიდევ 16 მილიონი ასლის გაყიდვას გეგმავს.