Battlefield V-ში არ იქნება Battle Royale-ს რეჟიმი

64 ნახვები

როგორც იცით. რამოდენიმე საათის წინ. DICE-მ და EA-მ ოფიციალურად დააანონსეს Battlefield V და მისი პირველი თრეილერიც წარმოგვიდგინეს. როგორც იცით. თამაშის ანონსამდე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემქმნელებს მზად ჰქონდათ თამაშის ახალი რეჟიმის Battle Royale-ს პროტოტიპი და მისი გამოსვლა მოხდებოდა თამაშის გამოსვლის შემდეგ. უფასო დამატების სახით, თუმცა აღნიშული რეჟიმთან დაკავშირებით შემქმნელებს ანონსის დროს არაფერი უხსენებიათ.

შვედეთის სტუდიის შემოქმედებითმა დირექტორმა ლარს გუსტავსონმა არაპირდაპირ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. აღნიშნულ რეჟიმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გუნდი ნამდვილად განიხილავდა ასეთ შესაძლებლობას, თუმცა ეს მხოლოდ განხილვის დონეზე დარჩა და რეალურად სხვა ცვლილებები მას არ შეხებია.

Battlefield V გამოდის 2018 წლის 19 ნოემბერს. PC, PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე, ხოლო ისინი ვინც თამაშის Deluxe Edition-ვერსიას შეიძენენ თამაშზე წვდომას 16 ნოემბრიდან შესძლებენ.