Battlefield V-ის მსოფლიო პრემიერა და სხვა დეტალები

74 ნახვები

რამოდენიმე საათის წინ. სტუდია DICE-მ წარმოგვიდგინა საომარი ჟანრის Battlefield V-ის პირველი სრულმასშტაბიანი თრეილერი.

როგორც მოსალოდნელი იყო. თამაშის მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. თამაში მოთამაშეებს სთავაზობს ბევრ განსხვავებულ სათამაშო რეჟიმებს, მათ შორის რა თქმა უნდა ტრადიციულ  სიუჟეტურ ხაზს. თამაშში იქნება კოოპერატიული რეჟიმი. ოთხი მოთამაშის შესაძლებლობით. თამაშში ასევე იქნება საომარი ისტორიები (War Stories), რომლებიც მიძღვნილი იქნება იმ მებრძოლებზე რომელთა მოქმედებებმაც გავლენა იქონიეს ომის განვითარებაზე.

პირველ თრეილერში შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს მასშტაბური ბრძოლის ველი.მასში ჩართული თითქმის ყველანაირი სახის მძიმე, თუ ჩვეულებრივი სახის ტექნიკით. თრეილერში ჩანს ტანკები, სწრაფი მოიერიშე ავია გამანადგურებლები და სხვა. თრეილერში გამოჩნდნენ ქალი პერსონაჟებიც.

DICE ასევე სხვა დეტალებსაც გვიმხელს. თამაშის ახალი ნაწილის შესახებ.როგორც ირკვევა თამაშს არ ექნება Premium Pass, რაც ნებისმიერ მოთმაშეს საშუალებას მისცემს აბსოლუტურად უფასოდ მიიღოს მომავალში არსებული დამატებები.

შემქმნელების თქმით თამაში იქნება ყველაზე მასშტაბური და დეტალურად დამუშავებული პროექტი, რომელიც იქნება ყველაზე წარმატებული სერიის ისტორიაში. თამაში შემოგვთავაზებს პერსონაჟების შესანიშნავ ქასთომიზაციას, იარაღების ფართო არჩევანს და განხვავებული ტიპის ტექნიკას.მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად დეტალურად საკუთარი სურვილისამებრს დააყენოს პერსონაჟის გარეგნული დეტალები. ჩაცმულობა, აღჭურვილობა და სხვა.

თამაში მიიღებს განახლებულ მოძრაობის სისტემას, რომელიც მოთამაშეს შესაძლებლობას მისცეს, რომ მაქსიმალურად ფიზიკურად შეიგრძნოს თამაშში არსებული აფეთქებებისგან გამოწვეული ტალღები. დაზიანებების მოწინავე სისტემა კი მაქსიმალურად რეალისტურად წარმოაჩენს ბრძოლისაგან დაზიანებულ ტექნიკას და შენობებს.

Battlefield V-ში წარმოდგენილი იქნება რეალურად არსებული შესანიშნავი იარაღების არსენალი და აღჭურვილობა. მათშორის. გასაიდუმლოებული ყველაზე მძლავრი იაღაღების პროტოტიპები, რომლებსაც შეუძლიათ არსებითად შეცვალონ საბრძოლო ოპერაციის ბედი.

ახალი. მრავალმომხმარებლური რეჟიმი Grand Operations. მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ შესანიშნავ დინამიურ ბრძოლებში, რომელიც შესაძლოა რამოდენიმე დღესაც გაგრძელდეს. აღნიშნული რეჟიმში იქნება სხვა და სხვა საბრძოლო დავალებები რომელთა წარმათებაც დამოკიდებული იქნება წინა დღეების მიღწევებთან. აღნიშნული რეჟიმის და თამაშის ახალი დეტალების გაცნობა შესაძლებელი იქნება E3 2018-ზე.

თამაში მუშავდება ნაცნობ სათამაშო ძრავაზე frostbite. თამაშის გამოდის 2018 წლის 19 ნოემბერს. PC, PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე.