შემქმნელები Raiders of the Broken Planet-ს 48 საათით უფასოდ გასცემენ

177 ნახვები

კომპანიამ MercurySteam მოქმედებითი სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Raiders of the Broken Planet-ის ღია ბეტა ტესტირების ერთი წლისთავის აღსანიშნავად. მოთამაშეებს უნიკალური აქციას სთავაზობს. თამაში Raiders of the Broken Planet. არსებული ყველა დამატებით. ნებისმიერ მსურველს უფასოდ გადაეცემა Steam-ის ონლაინ მაღაზიაში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება ოთხივე სიუჟეტური კამპანია, მაგრამ 25 მაისის შემდეგ თამაშის მხოლოდ ერთი კამპანია დარჩება ხელმისაწვდომი ხოლო დანარჩენი სამის სათამაშოდ თქვენ მოგიწევთ მათი ყიდვა. იმისათვის რომ მიიღოთ თამაში უბრალოდ უნდა დაიმატოთ იგი თქვენს Steam-ის ბიბლიოთეკაში.

თამაშში ოთხი მოთამაშე იბრძვის ერთი ბოროტმოქმედი დემონის წინააღმდეგ. ოთხივე აღნიშნული გმირი ერთმანეთისაგან განსხვავდება შეიარაღებით და მონაცემებით. გამარჯვების შემთხვევაში კი დაქირავებული მებრძოლები ღირსეული პრიზებით დასაჩუქრდებიან.

შეგახსენებთ,რომ თამაში 2017 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა. PC, PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე.