Next Day: Survival-მა ნაადრევი სტადია დატოვა

65 ნახვები

სათავგადასავლო, მრავალმომხმარებლურ, RPG ელემენტების მქონე პოსტაპოკალიფსურმა თამაშმა გადარჩენაზე Next Day: Survival-მა ნაადრევი სტადია დატოვა. თამაში Steam-ის ონლაინ მაღაზიაში ნაადრევ სტადიაში 10 თვე იმყოფებოდა.

თამაშის მოვლენები ვითარდება პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე.მოთამაშეებს საკუთარი ძალების დემონსტრირება მასშტაბურ პოსტაპოკალიფსურ ღია სამყაროში მოუწევთ. სამყაროში, სადაც მძვინვარებს შიმშილი, წყურვილი, მოროდიორობა, ველური ცხოველები, შეიაღაღებული ადამიანები და რათქმაუნდა სხვა მოთამაშეები. თამაშში თქვენ მოგიწევთ თქვენი სათამაშო პერსონაჟის განვითარება. ამისათვის თამაშში არსებობს გამოცდილების, უნარ-ჩვევების, რეწვის, რეპუტაციის და რამოდენიმე სხვა და სხვა ფრაქციების სისტემები. თამაშში სხვა მოთამაშეებთან არა მხოლოდ შებრძოლების საშუალება არამედ მათთან გაერთიანების , დაჯგუფების ან კლანების შექმნის საშუალებაც გექნებათ. თამაშს გააჩნია სიუჟეტი და სხვა და სხვა კვესტების სისტემა. ზოგი მათგანი კი დაკავშირებულია სხვა და სხვა ფრაქციებთან.

Next Day: Survival-ში მოთამაშეები ადვილად შეიგრძნობენ S.T.A.L.K.E.R.-ის სტილისტიკას. თამაში ამ დროისათვის 15% ფასდაკლებით იყიდება Steam-ის ონლაინ მაღაზიაში.