Fallout: Cascadia. სადებიუტო თრეილერი

68 ნახვები

ქსელში გავრცელდა Fallout-4 ის მოდიფიკაციის Fallout: Cascadia-ს სადებიუტო თრეილერი. კადრებზე ნაჩვენებია პოსტაპოკალიფსური განადგურებული და მიტოვებული ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი სიეტლი.

Fallout: Cascadia-ს ფართობი გახლავთ 80 კვადრატულ კილომეტრი. Cascadia-ს სამყაროში იქნება რამოდენიმე დიდი დასახლება.მაგალითად ქალაქი კასკადია, რომელიც გახლავთ კასკადიის რესპუბლიკის დედაქალაქი. თამაშის მოვლენები ვითარდება 2329-წელში. სერიების Fallout 3, Fallout: New Vegas და Fallout 4-ის მოვლენების რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ. ამ დროის მანძილზე კონფლიქტი განადგურებულ სამყაროში კიდევ არ შეწყვეტილა. ძალაუფლებისათვის იბრძვის სამი ფრაქცია : ახალი კალიფორნიის რესპუბლიკა, პარტიზანული დაჯგუფება და რესპუბლიკა კასკადია.

შემქმნელები თამაშის ფანებს ჰპირდებიან. როგორც ახალ შესანიშნავ ტერიტორიებს, ახალ სიუჟეტს და თამაშის სხვა დეტალების გაუმჯოესებას ასევე ძველი პრობლემების გამოსწორებასაც. თამაშში დაბრუნდება დიალოგური სისტემა. მოთამაშეები მიიღებენ სრულ სისტემას S.P.E.C.I.A.L, რომელიც თამაშის სერიის უკანასკნელ ნაწილში Fallout 4-ში ამოღებული გახლდათ.

მოდიფიკაციის Fallout: Cascadia-ს გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იქნება სრულიად უფასო.