გამოყვეყნდა Detroit: Become Human-ის გამშვები თრეილერი

30 ნახვები

Playstation-მა გამოაქვეყნა მისი ახალი ექსკლუზივის Detroit: Become Human-ის გამშვები თრეილერი.

თამაშის მოვლენები ვითარდება 2038 წელს, ქალაქ დეტროიტში. მომავლის სამყაროში ანდროიდი რობოტები ძირითად სამუშაო ძალად იქცნენ. ისინი არასდროს იღლებიან და არასდროს ამბობენ არას. ისინი ყოველთვის ემორჩილებიან საკუთარ მფლობელებს, თუმცა ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ზოგმა ანდროიდმა გამოავლინა მისთვის უჩვეულო ქცევები. თითქოს მათ გაუჩნდათ გრძნობების აღქმის და ფიქრის უნარი. მოთამაშეებს მოუწევთ სამი ანდროიდის მართვა, რათა დაეხმარონ მათ საკუთარი პიროვნების პოვნაში და გამორკვევაში, თუ ვინ არიან ისინი დღეს.

თქვენსმიერ გადადგმული თითეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს როგორც პერსონაჟების, ასევე მთელი ქალაქის მომავალზეც.

PSN-ის ონლაინ მაღაზიაში თამაშის სადემონსტრაციო ვერსია  უკვე ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. დემო ვერსია მოიცავს პირველ ეპიზოდს სახელწოდებით “მძევალი.”

Detroit: Become Human გამოდის 25 მაისს ექსკლუზიურად PS4 პლატფორმისთვის.