Wolfenstein-ის შემქნელებმა ახალი სტუდია დააარსეს

15 ნახვები

სტუდიების Machine Games, id Software და People Can Fly-ს ყოფილმა თანამშრომლებმა საკუტარი სტუდია დააასრეს. აღნიშნული თანამშრომლები იკავებდნენ წამყვან თანამდებობებს ისეთ პროექტებში როგორებიცაა : Wolfenstein, Gears of War, DOOM და Bulletstorm.

Wolfenstein II: The New Colossus-ის მთავარი დიზაინერი არქეიდ ბერგი, Wolfenstein: The Old Blood-ის შემოქმედებითი დირექტორი, ასევე Wolfenstein II-ის მთავარი დიზაინერი ჯონათან ჰეკლი და მხატვარი თორ ფრიკი. გახლავთ სტუდია Neon Giant-ის დამფუძნებლები. სტუდიის მთავარი მიზანი გახლავთ გაბედული მისწრაფებები და სურვილი, რაც შეიძლება ახლო დისტანცია დაიკაონ მოთამაშეებთან.

ახალი სტუდია განთავსებულია შვედეთის ქალაქ Uppsala-ში. ძველი ეკლესიის შენობაში. ღონისძიება Nordic Game 2018-ზე რომელიც გაიმართება 23-დან 25 მაისამდე შემქმნელები სტუდიის წარდგენას გეგმავენ. დასაწყისისთვის გუნდის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი Goodbye Kansas Game Invest, რომელიც ასევე ჩართული გახლავთ Biomutant-ისა და Overkill’s The Walking Dead-ის შექმნაში.

ამ დროისათვის სტუდია უკვე მუშაობს საკუთარ პირველ პროექტზე , რომელიც ჯერჯერობი დაუანონსებელია. პროექტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი , თუმცა ვიცით , რომ თამაში იქნება მოქმედებითი, კიბერპანკ ჟანრის.