Resident Evil 7-ის Nintendo Switch-ის ვერსია სულ რაღაც 45 მგაბაიტი იქნება

39 ნახვები

ამ კვირას იაპონიაში გამოდის თამაში. Resident Evil 7 Nintendo Switch პლათფორმაზე. აღნიშნულ კონსოლზე წარმოდგენილი იქნება თამაშის ვერსია, რომელიც დაფუძნებულია ეგრედწოდებულ Cloud ტექნოლოგიაზე. პორტატული კონსოლის ვერსია სულ რაღაც 45 მეგაბაიტს იწონის. თამაში არ გამოვა ნაცნობ კარტრიჯებზე. სათამაშოდ მომხმარებლებს დასჭირდებათ მაღალ სიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა, რაც ალბათ ზოგ მოთამაშეს დისკომფორტს შეუქმნის.

RE7: Cloud Version-ში ჩაშენებული იქნება ყველა დამატება, რომლებიც ხელმისაწვდომია კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერზე. მოთამაშეებს პირველი 15 წუთი თამაში სრულიად უფასოდ შეეძლებათ, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ სერვის მოითხოვს 180 დღიანი გამოწერის გაფორმებას, რომლის საფასურიც 18 დოლარს შეადგენს. თამაშის პროგრესი ასევე მოთამაშის ანგარიშის ვირტუალურ სივრცეში (Cloud) შეინახება, თუმცა პროგრესი შესაძლოა ავტომატურად წაიშალოს არააქტიური ანგარიშიდან.

Resident Evil 7 Cloud Version Nintendo Switch პლათფორმაზე 24 მაისს გამოდის.

შეგახსენებთ, რომ თამაში PC, PS4-სა და Xbox One პლათფორმებზე 2017 წლის 24 იანვარს გამოვიდა.