Playstation-ის თანამშრომლის განცხადებით PS4 სიცოცხლის უნარიანობის ბოლო ეტაპს გადის

61 ნახვები

Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ კოდერამ კორპორაციის ინვესტორებთან განაცხადა, რომ Playstation-ის ბოლო თაობის კონსოლი PS4 ტექნიკური აქტიურობის, სიცოცხლის უნარიანობის საბოლოო ეტაპს გადის.

ამის გამო კონსოლის გაყიდვები შემცირდება, თუმცა ისეთი სერვისი როგორიცაა PlayStation Plus შეინარჩუნებს შემოსავლების მიღებას. ახლო მომავალში კომპანია დადგება არჩევანის წინაშე. გადავიდეს ახალი თაობის კონსოლზე. კოდერამ ასევე დაადასტურა, რომ კომპანია მუშაობს ახალ ექსკლუზიურ პროექტებზე. ამასთან დაკავშირებით კომპანია გეგმავს არა მხოლოდ ახალი პროექტების არამედ ასევე უკვე არსებულის და მივიწყებულის გადახედვას.

როდის უნდა ველოდეთ  Playstation-ის ახალი თაობის კონსოლის PS5-ის გამოსვლას. ეს ჯერ უცნობია. სავარაუდოდ ალბათ მომავალი ორი სამი წლის პერიოდში. პორტალ Kotaku-ზე არსებული ინფორმაციით კი ახალი კონსოლი 2020 წლისათვის გამოჩნდება.