EA უფასოდ გასცემს Battlefield 1-ისა და Battlefield 4-ის დამატებებს

201 ნახვები

კომპანია EA Battlefield 1-ისა და Battlefield 4-ის მფლობელებს უფასო დამატებებით ასაჩუქრებს. შემქმნელები Battlefield 1-ის ნებისმიერ მფლობელებს უფასოდ გადასცემს თამაშის დამატებას In the Name of the Tsar. აღნიშნული დამატება თამაშს შეჰმატებს რუსულ არმიას, ექვს ახალ სათამაშო რუკას, 11 ახალ იარაღს და სამხედრო შეჯავშნულ ავტომობილს Гарфорд-Путилов-ს.

ამ დროისათვის აღნიშნული დამატება ხელმისაწვდომია მხოლოდ კონსოლურ პლატფორმებზე PS Store-სა და Xbox Store-ს ონლაინ მაღაზიებში. დამატებას მალე მიიღებს სერვისი Origin-იც.

რაც შეეხება Battlefield 4-ს. შემქმნელებს არც მისი მფლობელები დავიწყებიათ. Bf4-ის მფლობელები უფასოდ მიიღებენ დამატებას Final Stand, რომელიც თამაშს შეჰმატებს რუსეთის ტერიტორიის 4 რუკას, 2 ტიპის ახალ ტექნიკას, (ტანკი რეაქტიული ძრავით და თოვლმავალი) 2 დრონს,3 ახალი ტიპის იარაღს და 2 გაჯეტს. აღნიშნული დამატებაც დასაწყისში ხელმისაწვდომი მხოლოდ კონსოლურ პლათფორმებზე გახლდათ, თუმცა ამ დროისათვის დამატება ყველა ზემოთ აღნიშნულ პლათფორმაზეა ხელმისაწვდომი..