ცოტა რამ Frostpunk-სა და მის შემქმნელ 11 bit studios-ზე

110 ნახვები

Frostpunk გახლავთ კიდევ ერთი და უახლესი პროექტი პოლონური კომპანიისაგან 11 bit studios. თამაში გახლავთ სტრატეგიული ჟანრის ,ურბანული დაგეგმარების და სოციალური კონტროლირების იდეალური სიმულატორი.თამაში ძალიან ლამაზად და ამავე დროს სულის შემძვრელად გადმოსცემს პოსტ-აპოკალიფსური სამყაროს და მის გამოწვევებს რომლის წინაშეც აღმოჩნდება სრულიად დაუცველი ბრიტანეთის მოსახლეობა.

1886 წლის ზაფხულში მოულოდნელად ბრიტანეთი იწყებს გაყინვას.დაბალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში არსებული რესურსებისათვის განკუთვლინი სათესები ნადგურდება და მთელი ყვეყნის მოსახლეობა დგება გარდაუვალი შიმშილის წინაშე. თუმცა სამხრეთიდან მომავალი ყინულოვანი ქარიშხალი კიდევ უფრო დიდი გასაჭირის და სასოწარკვეთილების წინაშე აყენებს ქვეყანას და მის შეშინებულ და გაყინულ მოსახლეობას. მოსახლეობის შიმშილითა და ყინვით გამოწვეული მტანჯველი სიკვდილისაგან დახსნის მიზნით, სახელმწიფოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით გააგზავნონ სამშენებლო ექსპედიცია, რომელიც ააგებს უზარმაზარ ორთქლის გენერატორებს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ყინვისაგან თავის დახსნა და არა რამოდენიმე ადამიანის არამედ მთელი ქალაქის გალღობა და მოსახლეობის სიცოცხლის დახსნა ჯოჯოხეთური ყინვის მარწუხებისაგან. ულამაზესი მწვანე პლანეტა ახლა უკვე ყინულის ლოდებითაა დაფარული, რომელსაც მხოლოდ ცივი სიკვდილი მოაქვს. ორთქლის გენერატორები ერთადერთი იმედი და ხსნაა შიმშილითა და ყინვით შეწუხებული მოსახლეობისათვის.

თამაშში თქვენ მოგიწევთ მართოთ სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მყოფი ქალაქი, რომელსაც აქვს საკუთარი კანონები.კანონები რომლებიც ზოგჯერ არაადამიანურიც შეიძლება იყოს რადგან საკითხი სიცოცხლის გადარჩენას ეხება. თქვენ მოგიწევთ მართოთ არა მხოლოდ ქალაქის უმთავრესი სიცოცხლის წყარო ,უზარმაზარი ორთქლის გენერატორი, არამედ ქალაქში არსებული დაბნეული და გაშმაგებული მოსახლეობა. თქვენ მოგიწევთ მუდმივად დაძაბული სათამაშო პროცესის კონტროლი. კონტროლი რესურსებისა რომლებიც სიცოცხლის ერთადერთი იმედია და იმედი კი ერთადერთი ეფექტური საშუალებაა რათა მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ და ქალაქში წესრიგი შეინარჩუნოთ. დიახ ასეა , თუ თქვენ თამაშში ვერ მოახერხებთ ქალაქის მაცხოვრებლების გამოკვებას და გათბობას ისინი დაავადდებიან და დაიღუპებიან კიდეც.ხოლო უკმაყოფილო მოსახლეობა კი დაიწყებს სხვა ლიდერის ძიებას და თქვენ აღმოჩნდებით ძალაუფლების გარეშე.

მოთამაშე აღმოჩნდება ყინულის ქარიშხლისა და დამშეული გზააბნეული მოსახლეობის წინაშე, რომლებიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ. ასე რომ თქვენ მოგიწევთ ყინულოვან ჯოჯოხეთში მოგზაურობა.

 

ახლა კი ცოტა რამ თამაშის შემქმნელ კომპანიეზე 11 bit studios-ზე.

დამოუკიდებელი კომპანია 11 bit studios დაარსდა 2010 წლის 7 ოქტომბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. კომპანიის დამაარსებლები არიან კომპანია CD Projekt-ისა და Metropolis Software-ს ყოფილი თანამშრომლები. ამ დროისათვის კომპანიაში რამოდენიმე ათეული თანამშრომელი მუშაობს და კომპანია წარმატებით ახერხებს საკუთარი პროექტების რეალიზებას. კომპანია ვიდეო თამაშებს ქმნის ყველა აქტიური პლათფორმაზე, როგორც კონსოლურ კომპიუტერებზე ასევე პერსონალურ და მობილურ პლათფორმებზე.

კომპანიის პირველი პროექტი გახლდათ Anomaly: Warzone Earth,რომელიც 2011 წელს გამოვიდა. აღნიშნული თამაში ჰიტად იქცა და რამოდენიმე ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა. 2011 წელს თამაშმა GameSpot-საგან მიიღო ნომინაცია წლის სტრატეგია 2011, ხოლო Apple-საგან კი დაჯილდოვდა Apple Design Awards-ის ღონისძიებაზე როგორც :  საუკეთესო აპლიკაცია Mac OS პლათფორმაზე.

მათ ვისაც გაინტერესებთ კომპანიის სხვა პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილზე :

  • Anomaly: Warzone Earth – 2011 წელი, პლათფორმები Android, iOS, Linux, OS X, Windows, PS3, Xbox 360
  • Funky Smugglers – 2012 წელი,პლათფორმები Android, OS X
  • Sleepwalker’s Journey – 2012 წელი, პლათფორმები Android, iOS, OS X, Windows
  • Anomaly: Korea – 2012 წელი, პლათფორმები Android, iOS, Linux, OS X, Windows
  • Anomaly 2 – 2013 წელი, პლათფორმები Android, iOS, Linux, OS X, Windows, PS4
  • This War of Mine – 2014 წელი, პლათფორმები Android, iOS, Linux, OS X, Windows
  • Anomaly Defenders – 2014 წელი, პლათფორმები Android, iOS, Linux, OS X, Windows
  • Spacecom – 2014 წელი, პლათფორმები Linux, OS X, Windows
  • This War of Mine: The Little Ones – 2016 წელი, პლათფორმები Linux, OS X, Windows, PS4, Xbox One
  • Tower 57 – 2017 წელი, პლათფორმები OS X, Windows
  • Beat Cop – 2017 წელი, პლათფორმები Linux, OS X, Windows
  • Moonlighter – 2017 წელი, პლათფორმები Linux, OS X, Windows
  • Frostpunk – 2018 წელი, პლათფორმები Windows, OS X

აღნიშმული კომპანიის წარმომადგენლები კი Alexander Kauch და Paweł Miechowski როგორც იცით და ვინც არ იცით გეტყვით, რომ იმყოფებოდნენ Tbilisi Digitan Expo-ზე რომელიც გაიმართა 16 მაისს ჩვენი ქართული გეიმმედია Venatus-ის ორგანიზატორობით.