ქსელში გავრცელდა ახალი Assassin’s Creed-ის ფოტო კადრი. ანონსის თარიღით

15 ნახვები

ინტერნეტ პორტალებზე 4chan და Reddit გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო კადრები Assassin’s Creed-ის სერიის ახალი ნაწილის შესახებ. როგორც ირკვევა თამაშის ახალ ნაწილში მოქმედებები ძველ საბერძნეთში წარიმართება. როგორც ფოტოებიდან ვიგებთ სერიის ახალი ნაწილი მიიღებს სახელწოდებას. Assassin’s Creed Dominance. სახელწოდებასთან ერთად ფოტოზე აღნიშნულია თამაშის ოფიციალური თრეილერის წარდგენის თარიღი. 2018 წლის 11 ივნისი.

როგორც მოგეხსენებათ ეს არ გახლავთ ინფორმაციის გაჟონვის პირველი შემთხვევა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ სერიის შემდეგი ნაწილის სახელწოდება იქნებოდა Assassin’s Creed: Dynasty.

როგორც ირკვევა თამაშში პირველად გაჩნდება შესაძლებლობა, რომ აირჩიოთ რომელი სქესის პერსონაჟით გსურთ თამაში.ასევე თამაშში დიდი ყურადღება დაეთმობა საზღვაო ბრძოლებს.