პირველი ვიდეო კადრები Battlefield V-დან

160 ნახვები

კომპანია DICE-მა გამოაქვეყნა პირველი ვიდეო კადრები Battlefield V-დან. შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის 12 წამიანი ტიზერ თრეილერი. აღნიშნული კადრები თამაშის პროცესის დროს არის გადაღებული.

ვიდეოს დასაწყისში შავ ფონზე ისმის ხმები, რომლებიც ბრძოლის ველზე მიგვითითებს. სროლების და აფეთქებების ფონზე. კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ დაჭრილ ჯარისკაცს ჟესტიკულაციით  სიჩუმისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ჯარისკაცს თავზე დამაგრებული აქვს სათვალე, რომელიც ძალიან წააგავს საბრძოლო გამანადგურებლის სათვალეს, რომელიც ორმოციანი წლების პერიოდის შეგრძნებებს ქმნის. თუ თამაშის ინტერფეისს დააკვირდებით ზემოთ გამოარჩევთ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის დროშებს.

ზოგი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ სერიის ახალ ნაწილში მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარიმართება.

თამაშის სრული ანონსი შედგება 23 მაისს.