დაანონსდა ახალი Halo. არკადული სათამაშო აპარატებისათვის

49 ნახვები

სტუდიამ 343 Industries მოულოდნელად ყველასათვის ნაცნობი Halo-ს სერიის ახალი ნაწილი დააანონსა. სერიის ახალ თამაშს სახელწოდებით Halo: Fireteam Raven არ ვიხილავთ ცნობილ პლათფორმებზე. როგორებიცაა კონსოლები და PC პლათფორმა. ახალი თამაში იქმნება სპეციალურად კომპანიების Raw Thrills-ის და Play Mechanix-ის არკადული სათამაშო აპარატებისათვის.

Halo: Fireteam Raven წარმოადგენს კოოპერატული და სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის თამაშს.თამაში ერთდროულად შესაძლებელი იქნება ოთხი მოთამაშით. თამაშის მოვლენები ვითარდება სერიის Halo: Combat Evolved-ის პერიოდში. მოთამაშეები მოირგებენ ელიტური ორბიტალური ქვეითი დანაყოფის Fireteam Raven-ის ჯგუფის წევრის როლს. თქვენი დავალებაა არ დაუშვათ რომ უცხოპლანეტურმა ცივილიზაციამ Covenant მოიპოვოს კონტროლი. უძველეს სუპერ იარაღზე.

თამაში წარმოდგენილი იქნება 130 დიუმიანი მონიტორებით აღჭურვილ აპარატებზე. 4К გაფართოებით. კონტროლერის მოვალეობას კი შეასრულებს აპარატზე არსებული ოთხი ტიპის ფიზიკური იარაღი.

არკადული აპარატები ზაფხულიდან გამოჩნდება. პირველი გასართობ ცენტრი კი იქნება Dave and Busters.