S.T.A.L.K.E.R. 2 ოფიციალურად დაანონსდა

63 ნახვები

უკრაინული კომპანია GSC Game World მუშაობს S.T.A.L.K.E.R-ის ახალ სერიაზე. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სერგეი გრიგოროვიჩმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე განაცხადა. S.T.A.L.K.E.R. 2-ის ოფიციალურად დაანონსდა როგორც GSC-ს vk.com-ის ოფიციალურ გვერდზე  ასევე ვებ საიტზე.

კომპანია Epic Games-ის საგამომცემლო ხელმძღვანელი სერგეი გალიონკინი საკუთარი ტვიტერის გვერდიდან მინიშნებას აკეთებს, რომ თამაშის მეორე სერია შემუშავებული იქნება Unreal Engine 4-ზე.

ჯერ-ჯერობით სხვა არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება თამაშის შესახებ, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2021 წლისთვის.