კომპანია Nexon-მა განახლებული Final Fantasy XI-ის ფოტო კადრები გამოაქვეყნა

6 ნახვები

ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია Square Enix-მა განაცხადა, რომ როლური თამაშის Final Fantasy XI-ის განახლებულ ვერსიას მიიღებდნენ მობილური პლატფორმები. პროექტზე მუშაობა კი დაევალა კომპანია Nexon-ს.

აღნიშნული განახლება მოიცავს გაუმჯობესებულ ინტერფეისს, ჯგუფური შერჩევის მოსახერხებელ სისტემას და შესაძლებლობას, რომ თქვენ თავად შექმნათ თამაშის საკუთარი სტილისტიკა. თამაშში არსებული დინამიური მოვლენები თამაშს უფრო მეტად ცოცხალს და ცვალებადს გახდის. განახლებული Final Fantasy XI-ის გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მანამდე კომპანია Nexon-მა თამაშის რამოდენიმე ფოტო კადრი გამოაქვეყნა, რომელზეც თამაში ნამდვილად თანამედროვედ გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ თამაში 2002 წლის 16 მაისს გამოვიდა , Playstation 2, Xbox 360-სა და Microsoft Windows პლატფორმებზე.

განახლებული Final Fantasy XI გამოვა iOS და Android პლატფორმებზე.