გავრცელდა Days Gone ერთ საათიანი სათამაშო პროცესის ვიდეო

11 ნახვები

პორტალმა Game Informer-მა გაავრცელა ალფა სტადიაში მყოფი Playstation-ის ექსკლუზივის Days Gone-ის ერთ საათიანი სათამაშო პროცესი.

ვიდეოში ჩანს თამაშის მთავარი გმირი Deacon და მისი მეგობარი Boozer, რომელთან ერთადაც იწყებთ ერთ-ერთი ბანდის წევრის ლეონის დევნას, ულამაზეს და ამავდროულად შემზარავ პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში. დევნის ბოლოს თქვენ მოგიწევთ თავად გადაწყვიტოთ ბანდიტის ბედი. მოკლათ იგი თუ ცოცხლად დატოვოთ სისხლის მსმელი ზომბების წინააღმდეგ. თამაშის ვიზუალური მხარე ულამაზესად გამოიყურება იმის და მიუხედავად რომ თამაში ჯერ კიდევ ალფა სტადიაში იმყოფება. ვიდეოზე ნაჩვენებია ამინდის შესანიშნავი დინამიური ცვლილებები,მოტოციკლებით გადაადგილება ტყესა და ქალაქში. გმირებს რა თქმა უნდა მოუწევთ ზომბებთან შებრძოლება. თამაშში პირველად გამოჩნდებიან ზომბებად ქცეული ბავშვები. რომლებიც ნაკლებად რთულად მოსაგერიებელნი არიან, დანარჩენი ზომბებისგან განსხვავებით.

თამაშის ღია სამყაროში თქვენ შეხვდებით როგორც ზომბებს, ასევე განსხვავებული მრწამსის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ ბოროტად არიან განწყობილნი. როგორც შემქმნელები გვპირდებიან თამაშში მოთამაშის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თამაშის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებენ. თამაშის გასავლელად მოთამაშეებს მოუწევთ 30 საათამდე სათამაშო პროცესის გავლა.

როგორც იცით თამაშზე მუშაობს სტუდია Bend Game Studio, რომელიც ცნობილია თამაშით Siphon filter.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლის გაზაფხულისათვის ექსკლუზიურად PlayStation 4 პლატფორმაზე.