Monster Hunter: World, ყველაზე წარმატებული პროექტი Capcom-ის ისტორიაში

58 ნახვები

ცოტა ხნის წინ კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა 2018 წლის წარმატებული ფინანსური ანგარიში, რომელიც მოიცავს 31 მარტამდე პერიოდს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით თამაში Monster Hunter: World გახლავთ ყველაზე გაყიდვადი თამაში არა მხოლოდ ფრენჩაიზის არამედ კომპანიის ისტორიაში.

თამაშის ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 7,9 მილიონ ასლს, აქედან 7,5 მილიონი ასლი გაყიდულიქნა მარტის ბოლომდე, ხოლო 400 000 ასლი კიდევ აპრილის თვეში. Monster Hunter: World-მა გადაასწრო ცნობილი Resident Evil-ის მეხუთე სერიის მაჩვენებელს 7,3 მილიონ ასლს, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. Monster Hunter-ის სერიის წინა რეკორდი ეკუთვნოდა Monster Hunter Freedom 3 4,3 მილიონი ასლით, რომელიც PSP პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

Capcom-ის ათი ყველაზე გაყიდვადი პროექტის სია კი ასე გამოიყურება:

  • Monster Hunter: World — 7,9 მილიონი
  • Resident Evil 5 — 7,5 მილიონი
  • Resident Evil 6 — 7,1 მილიონი
  • Street Fighter II — 6,3 მილიონი
  • Resident Evil 7: biohazard — 5,1 მილიონი
  • Resident Evil 2 — 4,96 მილიონი
  • Monster Hunter Freedom 3 — 4,9 მილიონი
  • Monster Hunter Generations — 4,3 მილიონი
  • Monster Hunter 4 Ultimate — 4,2 მილიონი
  • Monster Hunter 4 — 4,1 მილიონი

როგორც იცით Monster Hunter: World გამოვიდა 2018 წლის 26 იანვარს.