გამოქვეყნდა Atomic Heart-ის ოფიციალური თრეილერი

38 ნახვები

სტუდია Mundfish-მა გამოაქვეყნა თამაშ Atomic Heart-ის ოფიციალური თრეილერი. თამაშის მოქმედებები ვითარდება ალტერნატიულ სამყაროში. სამყაროში, სადაც საბჭოთა კავშირი მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს ფლობს, რომლის დახმარებითაც ქმნის ხელოვნურ ინტელექტს და მაღალგანვითარებულ რობოტებს.

მოთამაშეებს მოუწევთ სპეცაგენტი П-3 როლის მორგება.სპეცაგენტს აგზავნიან დახურულ ობიექტზე 3826. რომელთანაც გაწყვეტილია კავშირი. აღნიშნულ ობიექტზე ხელოვნურმა ინტელექტმა ცვლილებები განიცადა და ახლა თქვენ მოგიწევთ შეშლილ რობოტებთან და არა მხოლოდ მათთან შებრძოლება. გარეგანი სტილისტიკით თამაში საკმაოდ წააგავს ცნობილი BioShock-ის სერიას.

Atomic Heart-ის გამოსვლა წლის ბოლომდეა დაგეგმილი РС, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე. სამომავლოდ კი შემქმნელები პროექტის ვირტუალური რეალობის ვერსიის გამოშვებასაც აპირებენ.

კომპანია ასევე გეგმავს პროექტ Soviet Lunapark-ის გამოშვებას, რომელიც სრულად ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიისთვისაა გათვლილი. პროექტის დახმარებით თქვენ შეიგრძნობთ საბჭოთა კავშირის ალტერნატიული, პოსტ-აპოკალიფსური მომავლის განვითარებას. პროექტის გამოსვლა მაისის თვეშია დაგეგმილი.