Nintendo ეძებს ნიჭიერ თანამშრომლებს ახალი The Legend of Zelda-სთვის

10 ნახვები

როგორც იცით, გასული წლის დეკემბრის თვეში კომპანია Nintendo-მ დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ ყველასათვის ცნობილი The Legend of Zelda-ს ახალ ნაწილზე. ამჯერად კომპანია ეძებს ნიჭიერ თანამშრომლებს თამაშის ახალი ნაწილზე სამუშაოდ. მათი შეკრება მოხდება კომპანიის სათავო ოფისში, კიოტოში.

ვაკანსიის დასახელებაში აღნიშნულია, რომ სამუშაო მოიცავს თამაშის სამყაროს პროექტირებას, ასევე ვიდეო რგოლების შექმნას და მოწინააღმდეგეების დიზაინს. ამასთანავე კომპანია ეძებს გამოცდილ მენეჯერებსაც.

როგორც იცით უკანასკნელი თამაში The Legend of Zelda: Breath of the Wild 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა, Nintendo Switch-სა და Wii U პლატფორმებზე. ხოლო მისი მესამე (ბოლო) დამატება სახელწოდებით The Champions’ Ballad 7 დეკემბერს გამოვიდა.