Detroit: Become Human-ის შემქმნელებმა ახალ ვიდეოში თამაშის შექმნის დეტალებზე ისაუბრეს

19 ნახვები

სტუდია Quantic Dream-მა წარმოგვიდგინა Detroit: Become Human-ის ახალი ვიდეო. ვიდეოზე ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობდნენ შემქმნელები თამაშის ვიზუალურ მხარეზე. თამაშის შექმნის დასაწყისში დიზაინერები ფიქრობდნენ, თუ სად შეიძლებოდა დაწყებულიყო კარას ისტორია და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამყარო. მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა დეტროიტი. ადგილი, სადაც უამრავი თანამედროვე შენობები მწვანე ლანდშაფტს ერწყმის, სადაც მიტოვებული ტერიტორიები მრავლადაა.      მხატვრება რეალურად არსებული ადგილებისგან ფუტურისტული მომავლის ქალაქი შექმნეს. შემქმნელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს მომავლის ჩაცმის სტილის შერჩევასაც. ისინი ფიქრობდნენ, რომ  მომავალში არსებული მოდა რადიკალურად შეცვლილი იქნება. თამაშში ჩვენ ვიხილავთ ცნობილ კოსტუმებს, რომლებიც მომავლის მოდის შესაბამისად იქნება გაფორმებული LED ჩანართებით.

თამაშის მოვლენები ვითარდება 2038 წელს, ქალაქ დეტროიტში. მომავლის სამყაროში ანდროიდი რობოტები ძირითად სამუშაო ძალად იქცნენ. ისინი არასდროს იღლებიან და არასდროს ამბობენ არას. ისინი ყოველთვის ემორჩილებიან საკუთარ მფლობელებს, თუმცა ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ზოგმა ანდროიდმა გამოავლინა მისთვის უჩვეულო ქცევები. თითქოს მათ გაუჩნდათ გრძნობების აღქმის და ფიქრის უნარი. მოთამაშეებს მოუწევთ სამი ანდროიდის მართვა, რათა დაეხმარონ მათ საკუთარი პიროვნების პოვნაში და გამორკვევაში, თუ ვინ არიან ისინი დღეს.

თქვენსმიერ გადადგმული თითეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს როგორც პერსონაჟების, ასევე მთელი ქალაქის მომავალზეც.

PSN-ის ონლაინ მაღაზიაში თამაშის სადემონსტრაციო ვერსია  უკვე ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. დემო ვერსია მოიცავს პირველ ეპიზოდს სახელწოდებით “მძევალი.”

Detroit: Become Human გამოდის 25 მაისს ექსკლუზიურად PS4 პლატფორმისთვის.