შემქმნელებმა Red Dead Redemption 2-ის ახალი ფოტო კადრები გამოაქვეყნეს

39 ნახვები

მას შემდეგ რაც Rockstar Games-მა Red Dead Redemption 2-ის დაპირებული მესამე ტრეილერი წარმოგვიდგინა ჯერი თამაშის ფოტო კადრებზე მიდგა. ცოტა ხნის წინ, შემქმნელებმა გამოაქვეყნეს თამაშის მაღალი ხარისხის ახალი ფოტო კადრები, რომლებზეც ნაჩვენებია თამაშის საოცრად ლამაზი და ცოცხალი ღია სამყარო, ბანდიტების სისხლისმღვრელი შეტაკებებით.

როგორც იცით თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი. თამაშის მოქმედებები ვითარდება 1899 წლის ველურ დასავლეთში. თრეილერში ასევე ჩანს ახალგაზრდა ჯონ მარსტონი, რომელიც გახლავთ თამაშის პირველი ნაწილის მთავარი გმირი.

შემქმნელები მოთამაშეებს ჰპირდებიან მასშტაბურ, ღია სამყაროს, რომელშიც მოგზაურობა მოგიწევთ ტრადიციულად მესამე პირში. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე multyplayer რეჟიმი.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 26 ოქტომბრისათვის PlayStation 4-სა და Xbox Oneპლატფორმებზე.