PlayStation Now-ს სერვისს PS2-ის კლასიკური თამაშებიც შეემატა

43 ნახვები

 Sony-იმ განაახლა საკუთარი სერვისის PlayStation Now-ს თამაშების ბიბლიოთეკა. ამჯერად ბიბლიოთეკას დაემატა PS2-ის კლასიკური ეპოქის თამაშები და ასევე რამოდენმე თანამედროვე თამაშიც.

შეგახსენებთ, რომ PlayStation Now გახლავთ ეგრეთწოდებული Cloud gaming ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე ითამაშოთ PS2, PS3 და PS4-ის თამაშები. რა თქმა უნდა ის თამაშები რომლებიც არის აღნიშნული სერვისის ბიბლიოთეკაში. აღნიშნული სერვისი ქსელში 2015 წლის 13 იანვარს გაეშვა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე. თავდაპირველად აღნიშნული სერვისი მხოლოდ PS3-ის თამაშებს უჭერდა მხარს, თუმცა ამ დროისთვის სერვისი უკვე PS2, PS3 და PS4 პლატფორმებს უჭერს მხარს.

რაც შეეხება PS2-ის თამაშების სიას, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია აღნიშნულ სერვისში ასე გამოიყურება: Ape Escape 2, Dark Cloud 2 და Hot Shots TennisPS2-ის კლასიკებთან ერთად სიას შემდეგი თამაშებიც შეემატა :The Last Blade 2, Siren, Sine Mora EX, Mystery Chronicle: One Way Heroics, Limbo და Metal Slug 3. ასევე Blazblue Chrono Phantasma Extend-მა მიიღო განახლება PS4 პლატფორმამდე რის შემდეგაც თამაშში ვიზუალური ეფექტები ბევრად გაუმჯობესდა.