Atari-ის ახალ კონსოლს 2019 წელს ვიხილავთ

64 ნახვები

ცნობილი მწარმოებლის Atari-ის ახალი კონსოლის გაყიდვები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ახალი კონსოლი გარეგნულად წააგავს Atari-ის ძველ კონსოლს Atari 2600-ს. კონსოლის წინასწარი შეკვეთები Indiegogo-ს მეშვეობით უკვე შესაძლებელი იქნება 30 მაისიდან.

წინასწარი შემკვეთებისთვის ხელმისაწვდომი იქნება კონსოლის ორი ვერსია: Atari VCS Collector’s Edition, რომელიც გაფორმებული იქნება რეტრო სტილში ხის პანელებით და ორი კონტროლერით კლასიკურ და თანამედროვე სტილში და Atari VCS Onyx, რომელიც იქნება თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი. ახალი კონსოლი აიწყობა AMD ტექნოლოგიურ ბაზაზე, ვიდეოჩიფსეტ Radeon-ზე, რომელიც მხარს უჭერს 4K 60 კადრის გაფართოებას და HDR ტექნოლოგიებს. კონსოლის მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება როგორც შიდა, ასევე გარე მოწყობილობით. კონსოლს ასევე ექნება ორ დიაპაზონიანი Wi-Fi და მეხუთე ვერსიის Bluetooth მოდულები, ასევე რამდენიმე USB 3.0 შესაერთებელი.

კონსოლის გამოსვლის დროს ხელმისაწვდომი იქნება ასზე მეტი კლასიკური თამაში როგორებიცაა: Asteroids, Centipede, Breakout, Missile Command, Gravitar და Yars’ Revenge. თამაშების სია რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში გაფართოვდება. გამოვა როგორც ახალი თანამედროვე თამაშები, ისევე კლასიკური უკვე ნაცნობი თამაშები, რომლებიც ხელმისაწვდომია Atari Vault სერვისში.

კონსოლის ძირითადი ვერსიის ფასი იქნება 199 $.